ინტელის სასწავლო კურსი
Sunday, September 14, 2014
ტრენინგის შეჯამება
ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთი ცერაძეს გულმოდგინე ყურადღებიანი მუშაობისათვის.. ნასწავლი მასალა გამომადგება ჩემი პედაგოგიური საქმიანობისათვის რაც თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამება. გამოვიმუშავე ბლოგზე მუშაობის ელემენტები. შევქმენი ჩემი პორტფოლიო და გავაკეთე პროექტის მონახაზი.ჩემს ცოდნას გავუზიარებ ჩემი სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს. დიდი სიამოვნებით გავივლი ტრენინგს ქალბატონ ქეთისთან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
მე-9 დღე
ტრენინგი დაიწყო წინა დღის მასალის გამეორებით. ძალიან საინტერესო მასალა ვისწავლეთ რაც რა თქმა უნდა ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში გამომადგება და აუცილებლად გამოვიყენებ. ვიმუშავეთბლოგში გვერდების ჩასმაზე. ასევე ვისწავლეთ link-list-ით განრიგის გაჯეტში ჩასმა, ბანერების გაჯეტში ჩასმა. ტრენინგის ყველა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მივეცით ერთმანეთს რჩევები
Saturday, September 13, 2014
მერვე დღე
ტრენინგი დაიწყო წინა დღის მასალის გამეორებით. მოსწავლის პროექტზე მუშაობისას დიდი მნიშვნელობა ააქვს ფასილიტაციას. მოვახდინეთ პორტფოლიოს გადახედვა. დავასათაურე საქაღალდეები რათა ადვილად მოვიპოვო საჭირო მასალა.მოვახდინეთ ჩვენი საქაღალდის ბლოგზე ატვირთვა, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო
Friday, September 12, 2014
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგი დაიწყო ოპტიმისტური განწყობით, რაც რა თქმა უნდა ქალბატონ ქეთის დამსახურებაა. პირველ რიგში გავიმეორეთ წინა დღის ტრენინგის მასალა. შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ ჩავრთოთ პროექტის მომზადებაში მოსწავლი ინტელექტუალური უნარი და დავალებაც შესაბამისი როგორ მივცეთ. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის პროექტს,რაც ძალიან საინტერესო იყო. ასევე გავეცანით HTML-გაჯეტს. და ბლოგზე ავტვირთეთ საათი. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე
Sunday, September 7, 2014
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგი დაიწყო წინა დღის მასალის გამეორებით.ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ მიცემლ თემაზე Power point-ში პრეზენტაცია. ასევე Power point-ის ბრძანებები, თუ როგორ გამოიყენოს მოსწავლემ. გავეცანით თუ როგორ შევაფასოთ მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები.ასევე გავეცანით პროექტის გეგმების თანმიმდევრობას. ძალიან საინტერესო ინფორმასიები მივიღეთ ჯგუფის თითოეულმა წევრმა
Saturday, September 6, 2014
ტრენინგის მეხუთ დღე
ტრენინგი დაიწყო ოპტიმისტური განწყობით, რასაც ჯგუფს გვუქმნის ტრენერი, ქალბატონი ქეთი. ტრენინგი დაიწყო წინა დღეს გავლილი მასალის გამეორებით. შევისწავლეთ რამდენად დიდი მნიშვნელობა ააქვს საავტორო უფლებების დაცვას, თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტ მისამართების შაბლონები.ასევე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები. გავაკეთეთ მოსწავლი ბლოგი. ვისწავლეთ ასევე გაჯეტები,მათი მნიშვნელობები.
Friday, September 5, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღით ნასწავლი მასალის გამეორებით. გავეცანით
პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. ასევე
პროექტის მიმართულების გეგმას. დროში გაწერილი პროექტის შეფასებას. მოვახდინეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია power point-ში. ჩვენი გემოვნების მიხედვით შევარჩიეთ დიზაინი. ვისწავლეთ ბლოგში სურათების ჩასმა.
Subscribe to:
Posts (Atom)