Sunday, September 14, 2014

ტრენინგის შეჯამება

ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთი ცერაძეს გულმოდგინე ყურადღებიანი მუშაობისათვის.. ნასწავლი მასალა გამომადგება ჩემი პედაგოგიური საქმიანობისათვის რაც თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამება.  გამოვიმუშავე ბლოგზე მუშაობის ელემენტები. შევქმენი ჩემი პორტფოლიო და გავაკეთე პროექტის მონახაზი.ჩემს ცოდნას გავუზიარებ ჩემი სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს. დიდი სიამოვნებით გავივლი ტრენინგს ქალბატონ ქეთისთან. კიდევ  ერთხელ დიდი მადლობა.

მე-9 დღე

ტრენინგი დაიწყო წინა დღის მასალის გამეორებით. ძალიან საინტერესო მასალა ვისწავლეთ რაც რა თქმა უნდა ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში გამომადგება და აუცილებლად გამოვიყენებ. ვიმუშავეთბლოგში გვერდების ჩასმაზე. ასევე ვისწავლეთ link-list-ით განრიგის გაჯეტში ჩასმა, ბანერების გაჯეტში ჩასმა. ტრენინგის ყველა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მივეცით ერთმანეთს რჩევები

Saturday, September 13, 2014

მერვე დღე

ტრენინგი დაიწყო წინა დღის მასალის გამეორებით.  მოსწავლის პროექტზე მუშაობისას დიდი მნიშვნელობა ააქვს ფასილიტაციას. მოვახდინეთ პორტფოლიოს გადახედვა. დავასათაურე  საქაღალდეები რათა ადვილად მოვიპოვო საჭირო მასალა.მოვახდინეთ ჩვენი საქაღალდის ბლოგზე ატვირთვა, რაც ჩვენთვის ძალიან  საინტერესო იყო

Friday, September 12, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგი დაიწყო ოპტიმისტური განწყობით, რაც რა თქმა უნდა ქალბატონ ქეთის დამსახურებაა.  პირველ რიგში გავიმეორეთ წინა დღის ტრენინგის მასალა. შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ ჩავრთოთ პროექტის მომზადებაში მოსწავლი ინტელექტუალური უნარი და დავალებაც შესაბამისი როგორ მივცეთ. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის პროექტს,რაც ძალიან საინტერესო იყო. ასევე გავეცანით HTML-გაჯეტს. და ბლოგზე ავტვირთეთ საათი.    ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე

Sunday, September 7, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგი დაიწყო წინა დღის მასალის გამეორებით.ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ მიცემლ თემაზე  Power point-ში პრეზენტაცია. ასევე Power point-ის ბრძანებები, თუ როგორ გამოიყენოს მოსწავლემ. გავეცანით თუ როგორ შევაფასოთ მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები.ასევე გავეცანით პროექტის გეგმების თანმიმდევრობას. ძალიან საინტერესო ინფორმასიები მივიღეთ ჯგუფის თითოეულმა წევრმა

Saturday, September 6, 2014

ტრენინგის მეხუთ დღე

ტრენინგი დაიწყო ოპტიმისტური განწყობით, რასაც ჯგუფს გვუქმნის ტრენერი, ქალბატონი ქეთი. ტრენინგი დაიწყო წინა დღეს გავლილი მასალის გამეორებით. შევისწავლეთ რამდენად დიდი მნიშვნელობა ააქვს საავტორო უფლებების დაცვას, თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტ მისამართების შაბლონები.ასევე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები. გავაკეთეთ მოსწავლი ბლოგი. ვისწავლეთ ასევე გაჯეტები,მათი მნიშვნელობები.

Friday, September 5, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგი  დავიწყეთ  წინა დღით ნასწავლი მასალის გამეორებით. გავეცანით პროექტის  შეფასების  სხვადასხვა მეთოდებს. ასევე პროექტის მიმართულების გეგმას. დროში გაწერილი პროექტის შეფასებას.  მოვახდინეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია power point-ში.  ჩვენი გემოვნების მიხედვით შევარჩიეთ დიზაინი. ვისწავლეთ ბლოგში სურათების ჩასმა. 






Sunday, August 31, 2014

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგი დაიწყო გამეორებით, გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გადავედით პროექტის გეგმაზე.  პროექტის სათაურიდან გამომდინარე შეუსაბამე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი. პროექტის  დაგეგმვის  საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია  მიზნის სწორად განსაზღვრა. იგი დანაპირობებს სასურველ შედეგს. პროექტზე მუშაობისას მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მიმართულების მიმცემი კითხვები. გავეცანი რომ ეი კითხვები სამი სახისაა.გავეცანი თეორიულ მასალას. ვიმუშავეთ ბლოგების დიზაინისა და სათაურის შეცვლაზე.  

Saturday, August 30, 2014

ტრენინგის მეორე დღე

             ტრენინგი დაიწყო ისევ  ოპტიმისტური   განწყობით,გავეცანით საშინაო დავალებებს, თითოეულმა წევრმა მოვახდინეთ  პროექტის  მიმოხილვა, ტრენერის დახმარებით მოვახდინეთ წინა დღის მასალის გამეორება. ასევე გავეცანით word-ის ინსტრუმენტებს , რაც დაგვეხმარა ბუკლეტის დამზადებაში და წარდგენაში. ბუკლეტის დამზადებას დიდი მნიშვნელობა ააქვს პროექტის მომზადებაში. ტრენერმა აგვიხსნა ტექნიკურად როგორ დავამზადოთ ბუკლეტი და როგორ გამოვიყენოთ ჩვენ  ფანტაზია. ასევე გავეცანით საქაღალდის დაარქივებას და გაგზავნას, რათა დაცული იქნას ჩვენი ინფორმაცია                    

Friday, August 29, 2014

ტრენინგის პირველი დღე

                         
   გავეცანით ერთმანეთს, ტრენინგი დაიწყო ოპტიმისტური განწყობით, რაც ტრენერმა ქალბატონ ქეთევან ცერაძემ გასაგებად და საინტერესოდ აგვიხსნა ტრენინგის მიზნები და ამოცანები. . გავეცანით ინტელის ძირითად კურსს.რასაც კაგად  გამოვიყენებ  სკოლაში, საგაკვეთილო პროცესის დროს.გავეცანით გზამკვლევს, შევქმენით საქაღალდე,  კურსის რესურსები, ასევე დავათვალიერეთ სხვადასხვა ტიპის  პროქტები, რაც რა თქმა უნდა დამეხმარება პროექტის შექმნასა და ელექრტონულ ფორმატში გადატანაში. შევქმენი საკუთარი ბლოგი ყველაფერი ეს დამეხმარება ჩემი პედაგოგიური საქმიანობა თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით წარმოვადგინო